- პრობლემა
- პროექტირება
- ინფორმაციის ძიება
- პროდუქტი
- პრეზენტაცია
- პორტფოლიო
პროექტით სწავლება ავითარებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს: პასუხისმგებლობის გრძნობას, თვითდისციპლინას, კვლევისა და შემოქმედებით უნარებს, ცოდნის დამოუკიდებლად მიღების უნარებს, კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს,
ინფორმაციულ სივრცეში ორიენტირების უნარს, ტექსტზე მუშაობის უნარს, საკუთარი სამუშაოსა და დროის დაგეგმვის უნარს, პრეზენტაციის უნარს.
პროექტში მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ და გაითავისებენ პროექტის პრობლემებს. დაისახავენ ამოცანებს, დააზუსტებენ და დააკონკრეტებენ სამუშაო მიზნებს.
პროექტზე მუშაობას ორგანიზაციული საკითხებით დავიწყებთ.
მოსწავლეები
მოსწავლეები
დაიყოფიან ჯგუფებად, გადაინაწილებენ და დაგეგმავენ საქმიანობებს,
შეარჩევენ შედეგების წარმოდგენის ფორმებს. ჯგუფები იმუშავებენ დამოუკიდებლად, ფუნქციები წინასწარ ექნებათ გადანაწილებული. მოძიებულ ინფორმაციას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
პროექტში "გამოცანები მშობლიურ ქალაქზე, სოფელზე, კუთხეზე" მოსწავლეებს მოუწევთ პასუხის მოძიება კითხვაზე: რატომ იგონებენ ადამიანები გამოცანებს
Комментарии
Отправить комментарий